ივანიშვილის დისერტაცია

უგულავა ივანიშვილზე: კაცი, რომელიც კანტს და ნიცშეს ეკამათება, ნოვოჟიროვის პლაგიატორი ყოფილა

კაცი, რომელიც თავის ჭკუაში ეკამათება კანტს და ნიცშეს თურმე ყოფილა ევგენი ნოვოჟიროვის, ძაან ეგზოტიკური გვარის კაცის გადამწერი და პლაგიატორი.  ძაან საინტერესო იქნება თუ დრო გამოვნახე აუცილებლად წავიკითხავ ივანიშვილის თუმდაც ამ მოპარულ დისერტაცია, რომელიც კოლმეურნეობებში შრომის ოპტიმიზაციის მეთოდოლოგიის დანერგვას და მის გაუმჯობესებას ეხება. საინტერესო იქნება, როგორ აპირებდა ივანიშვილი 86 წელს კოლმეურნეობების განვითარებას. ეს, რა ტქმა უნდა, ღიმილს და სიცილს იწვევს, თუმცა, თუ გავაცნობიერებთ იმას, რომ ეს ადამიანი დღეს ფაქტობრივად დაპატრონებულია ჩვენს ქვეყანას და უყურებს, როგორც რაღაც არშემდგარ კოლმეურნეობას, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება. რა ბედი ეწევა მის დისერტაცია მე მგონი არსებითი არ არის, მთავარია, ვისაც გართობა გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ამ კაცის დისერტაცია და იქ უამრავი მარგალიტი იქნება და მერე ვარკვიოთ რომელი არის ივანიშვილის და რომელი ნოვოჟიროვის

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის საკითხს ეხმაურება. თავისუფლების ინსტიტუტი ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის, სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს. ამ მიზნით ორგანიზაციის წევრებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართეს და ივანიშვილის დისერტაციასთან ერთად, ყველა ის მტკიცებულება გადასცეს, რის გამოც მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის ნაშრომი ვერ აკმაყოფილებს სამეცნიერო სტანდარტს და შეიცავს პლაგიატის ნიშნებს.

კომენტარები