დავითულიანი: ჩემს ძაღლს მეტ პატივს ვცემ, ხაბეიშვილმა იაროს ეთერებში და იყეფოს ტყუილები

ნამდვილად არავის არ სიამოვნებს და ნამდვილად არ არის საკრებულო მუშტი-კრივის და დაპირისპირების ადგილი, თუმცა, არც პოლიტიკაა პირადი შეურაცხყოფის და დედის გინების ადგილი. 

ის არსება, რომელზეც ვსაუბრობთ ჩვენ და რომელიც იყო ინციდენტის მონაწილე, ცოტა ხნის წინ დაჯდა ეთერში და მიმართა უმრავლესობის ყველა წევრს და უწოდა "ფარჩაკი, იდიოტი არაკაცები".

ფიზიკურ დაპირისპირებას და შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, არავისას არ ვამართლებ, მაგრამ არც ის წარმომიდგენია, აქ იჯდეს ლევანი და ვაგინო. იწვევს, ორი წელია, ეს ადამიანი ცდილობს, რომ ესე მოხდეს.

მე გთავაზობთ ასეთ ფორმატს - საერთოდ არ მიმაჩნია ის ჩემს კოლეგად, არც მიმართვის ღირსად, გავუკეთოთ ყოველგვარი იგნორორება, თავში ქვა უხლია, რაც უნდა, ის უთქვია, მის სიტყვას არ აქვს ჩემთვის არანაირი ფასი, მისი ყოველი სიტყვის უკან არის ტყუილი... გინდ ძაღლს უყეფია, არა, ჩემს ძაღლს ბევრად დიდ პატივს ვცემ, ბოდიში ჩემს ძაღლთან, გინდა, მას ულაპარაკია... ილაპარაკოს, იაროს ეთერებში და იყეფოს ტყუილები, რამდენიც უნდა

საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი თბილისის საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მისი თანაგუნდელების მხრიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ცემას. ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი საკრებულოში გამართულ კომისიების სხდომაზე ხაბეიშვილს თავს დღეს, 24 იანვარს დაესხა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები