თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

კალაძე ხაბეიშვილის ცემაზე: თანაგუნდელებს ვთხოვ, თავი შეიკავონ ენმ-ის პროვოკაციებზე

მინდა, ყველას ვთხოვო, ყველას მოვუწოდო ჩემს თანაგუნდელებს - წელს არის საარჩევნო წელი და ასეთი პროვოკაციები ძალიან ბევრი იქნება, ყველას მინდა თავშეკავება ვთხოვო, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის თანადგომის, ხალხის მხარდაჭერის. ერთადერთი, რასაც ისინი ცდილობენ და ყოველ შემთხვევაში ახერხებენ, ეს არის დესტრუქციული ქმედებები, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩემს თანაგუნდელებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი, როდესაც იქნება ასეთი პროვოკაციები. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს და საზოგადოევა მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას და გააკეთებს სწორ არჩევანს

თბილისის მერი კახა კალაძე თავისი თანაგუნდელების მხრიდან ენმ-ის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.

კომენტარები