გომელაური პოლიციელზე: ვინ დევნიდა, 6 წელი თანამდებობაზე იყო, 1 წლის წინ დაუსაქმეს მეუღლე

თუ ამან ნახა, რომ დანაშაული იყო, ის ვალდებული იყო წაეღო ეს გენინსპექციაში ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა. ჩემი თავდაცვის მიზნით შევინახეო. ვინ დევნიდა, 6 წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო ეს ადამიანი. ერთი წლის წინ დაუსაქმეს მეუღლე, მივიდა, დაიწყო მუშაობა ამ ქალბატონმა. არავის ხელი არ შეუშლია. როგორ ფიქრობთ, 6 წელი რომ დევნაში ყოფილიყო ეს ადამიანი უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სხვა სამსახურების მეირ ან ზეწოლის ქვეშ, ეს ადამიანი იმუშავებდა კიდევ?

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საუბრობს ლევან იზორიას ძმის დაკავებაზე, რომელიც პოლიციამ კანონდარღვევის მიუხედავად, გაათავისუფლა. მთავარ არხთან ინტერვიუში პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს.
მოკლე ბმული: