კორონავირუსი

გამყრელიძე კორონავირუსზე: დაბალი რისკის ქვეყანა ვართ, არ შეიძლება პანიკის დათესვა

ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუცხადებია, რომ ჩინეთში მიმდინარე ეპიდაფეთქება არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული საფრთხე. ამ კვირის ბოლოს ან იმ კვირაში შეიკრიბება ისევ საგანგებო კომიტეტი, რომელიც სიტუაციას აფასებს და ამბობს, რამდენად არის ეს საფრთხე გლობალური. წინა სხდომაზე ჩათვალეს, რომ ეს საფრთხე ჯერჯერობით არის ლოკალური ჩინეთისთვის, რადგან ქვეყნიდან გატანილი შემთხვევები არ სცილდება 30-ს. ეს ითვლება ლოკალურ საფრთხედ და არ შეიძლება, საქართველო ვიღაცამ შეაფასოს, როგორც მომატებული რისკის ქვეშ მყოფი.

ჩვენ ევროპის დაავადებათა კონტროლის კლასიფიკაციაში დაბალი რისკის ქვეყანად ვართ აღიარებული, თუმცა მზადება, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, აუცილებელია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ ჯერ პროგნოზს ვერავინ აკეთებს, ეს ეპიდაფეთქება გადაიქცევა თუ არა პანდემიად. მზადება უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება პანიკის დათესვა

ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ინტერპრესნიუსთან საუბარში.

კომენტარები