ჰერბსტი: საქართველოს ინტერესში არ შედის, აშშ-ის კონგრესში მის მიმართ მხარდაჭერა შემცირდეს

თბილისისთვის საქართველოს მეგობართა ჯგუფი ძალზედ მნიშვნელოვანია, ეს კონგრესმენები დიდი ხანია, რაც საქართველოს მტკიცედ უჭერენ მხარს და მათი შეშფოთება საქართველოს მთავრობამ სერიოზულად უნდა აღიქვას. თითოეულ იმ საკითხს, რომელზეც ისინი საუბრობენ საფუძვლიანი მიზეზები აქვთ, რაც შემაშფოთებელ საერთო სურათს ქმნის.

საქართველოს სჭირდება შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა და ეს დიდწილად საქართველოს დემოკრატიისა და ღია საზოგადოებისადმი ერთგულებას უკავშირდება. საქართველოს ეს ნაბიჯები ვაშინგტონში მის მეგობრებს აშფოთებთ და მთავრობამ ეს უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს. ეს დიდი შეცდომა იქნება... 

საქართველოს დიდი მხარდაჭერის მიზეზი ისაა, რომ მას მხარს ორივე: ადმინისტრაცია და კონგრესი უჭერს. საქართველოს ინტერესში არ შედის კონგრესში ეს მხარდაჭერა შემცირდეს

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამების დირექტორი ჯონ ჰერბსტი ამის შესახებ ამერიკის ხმას ესაუბრა. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, დემონსტრანტები კი სპეცრაზმით დაარბია, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის კონგრესიდან და სენატიდან რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები