უილსონი აშშ-ისგან მთავრობის კრიტიკაზე: მე ამას თავდასხმის ნაცვლად, მხარდაჭერად აღვიქვამდი

საქართველოს მეგობრებს სურთ იხილონ, რომ საქართველო წინ მიდის და არ დგამს უკან ნაბიჯებს. ეს მნიშვნელოვანი წელი იქნება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არჩევნებით და ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ კუთხით, თუ რამდენად მოახერხებს საქართველო, სირთულეების მიუხედავად, მისი დემოკრატიული ქცევების, თანამშრომლობისა და ინსტიტუტების წინ წაწევას. ცუდი ნიშნები იკვეთება და სწორედ ამიტომ გვესმის ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან [კრიტიკა]. 

და ეს კარგი რამაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკელების ყურადღება შიდა პრობლემებზეა გამახვილებული. ეს ჩვენს დაინტერესებას აჩვენებს, სწორედ ამიტომ ვიმაღლებთ ხმას, როცა შეშფოთების საფუძვლებს ვხედავთ საქართველოში. მე ამას აღვიქვამდი არა როგორც თავდასხმას, არამედ როგორც მხარდაჭერის ნიშანს

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ამის შესახებ ამერიკის ხმას ესაუბრა. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, დემონსტრანტები კი სპეცრაზმით დაარბია, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის კონგრესიდან და სენატიდან რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები