სალომე ზურაბიშვილი

ლი ზურაბიშვილის 50 წუთიანი სიტყვის შემდეგ: იქნებ სხვა ლიდერებმა 15-20 წუთს ისაუბრონ

ევროსაბჭოს ამოცანა პატივსაცემი გამომსვლელებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმაა. ჩვენმა გამომსვლელმა [სალომე ზურაბიშვილმა] კარგი სიტყვა წარმოთქვა, 50 წუთს გაგრძელდა, აქ 34 ადამიანია, უმეტესობა შეკითხვას არ დასვამს. შემდეგ ჯერზე, ბატონო [ასამბლეის] პრეზიდენტო, იქნებ წაახალისოთ პატივსაცემი უცხოელი ლიდერები, სიტყვა 15-20 წუთის განმავლობაში წარმოთქვან, ბევრი შეკითხვის დრო რომ დარჩეს. ესაა ჩვენი ამოცანა.

ბრიტანელი პარლამენტარი, სერ ედვარდ ლი ევროსაბჭოში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ. ზურაბიშვილს სულ 60 ჰქონდა გამოყოფილი, 50 წუთს ისაუბრა და კითხვა-პასუხისთვის მხოლოდ 10 წუთი დატოვა.

კომენტარები