ბოკერია მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების შეწყვეტაზე: კიდევ ერთი ძალიან უტიფარი საქციელია

კიდევ ერთი ძალიან უტიფარი საქციელია, როგორც წარმართეს მთლიანად ეს საქმე ამ დროის განმავლობაში, ამდენი გაურკვევლობით და შემდეგ ასეთი უტიფარი, ზოგადი პასუხით, მაშინ, როდესაც საფუძვლიანი ეჭვები არსებობს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაღუპულის ოჯახი ამბობს ამას, სხვა ყველა გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ეს ფატალური შემთხვევა იყო გამოწვეული იმით, თუ როგორ იყო დაგეგმილი ოპერაცია და უკვე შემდეგ უდიდესი ეჭვი არსებობს, რომ მოხდა გაყალბება მტკიცებულებების და გარემოების წარმოჩენა ყალბად.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია, პროკურატურის მიერ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების შეწყვეტაზე. 28 იანვარს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე 25 იანვარს უწყებამ გამოძიება შეწყვიტა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები