პრეზიდენტი 20 ივნისზე: დესტაბილიზაციას რუსეთი გამოიყენებდა, ძალა საჭირო იყო

მას შემდეგ, რაც [სერგეი] გავრილოვი საქართველოდან გაფრინდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა, მეორე ეტაპი, მეორე ფაზა დაიწყო, როდესაც პარლამენტს საფრთხე დაემუქრა. ეს პარლამენტის აღების ცხადი მცდელობა იყო, როგორც ეს თქვეს კიდეც რადიკალურმა ლიდერებმა, რომლებიც ამ მცდელობებს ხელმძღვანელობდნენ. 

მე მაქვს წარსული გამოცდილება ზოგიერთ ძალიან ევროპულ და ზოგიერთ ძალიან დემოკრატიულ ქვეყანასთან, არ ვიცი არცერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც დაუშვებდა საკუთარი პარლამენტის ძალის მიერ აღებას. 

და მეტიც, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და რომ პარლამენტიდან 40 კილომეტრში რუსული ძალები დგანან და როდესაც ჩვენ ვიცით, რა მარტივია რუსებისთვის ქვეყანაში შემოსასვლელად დესტაბილიზაციის არგუმენტის გამოყენება. 

ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების რეაქციის მეორე ფაზა აბსოლუტურად საჭირო იყო, შეზღუდული იყო და მე სხვა ქვეყნებში მეტი რეპრესია მინახავს, როდესაც ისინი არასტაბილურ სიტუაციაში არიან. 

მე ვფიქრობ, რომ ამ ახალგაზრდა დემოკრატიამ თავის დაცვა საკმაოდ კარგად შეძლო. 

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ისაუბრა. ზურაბიშვილს რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, შესახებ კითხვა რუსმა პარლამენტარმა, ლეონიდ კალაშნიკომა, დაუსვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები