საქართველო-რუსეთი

ტოლსტოი: ზურაბიშვილმა თქვა, რომ ელოდება რუსეთს, ჩვენ ველოდებით ბოდიშს გავრილოვის გამო

საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ელოდება რუსეთს. ჩვენ პრეზიდენტისგან და პარლამენტისგან ველოდებით ბოდიშს იმ ინციდენტისთვის, რომელიც ჩვენს კოლეგა გავრილოვს შეემთხვა. ამის შემდეგს განვიხილავთ ამ საკითხს.

[ფორმულას თარგმანი] უთხრა ფორმულას რუსმა დეპუტატმა, პეტრე ტოლსტოიმ. დღეს, 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ზურაბიშვილმა რუს დეპუტატს, ლეონიდ კალაშნიკოვს უთხრა, რომ მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის საქართველო რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კომენტარები