ჭერის ჩამოვარდნა ვარკეთილის მეტროში

კალაძე: ვარკეთილის მეტროს რებილიტაცია ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ, ეს ჩვენი სირცხვილია

გარკვეული კვლევები, რაც საჭირო იყო, სანამ დიზაინამდე მივიდოდით, გაკეთებულია. მაგალითად, ვარკეთილი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ და ეს ჩვენი სირცხვილია, თუმცა, ამას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რადგან საქართველოში არ მოიძებნა კომპანია, ვინც შეძლებდა, ჩაეტარებინა სრულყოფილი კვლევა და შემდეგ დაედო დოკუმენტაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრობლემის მოგვარება, რაც ორი წლის წინ მოხდა, ჩამონგრეული ჭერი მაქვს მხედველობაში, რომ ანალოგიური არ განმეორდეს. თუმცა, ახლა გვაქვს სრულყოფილი დოკუმენტაცია და შემდეგი ეტაპია ვიზაულიზაცია და დიზაინი

თბილისის მერის კახა კალაძე შესაბამის კომპანიებს მიმართავს, მეტროს სადგურების დიზაინის შემუშავებაში ჩაერთონ. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ მერიას უკვე აქვს კონკრეტული პროექტები მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის.

კომენტარები