კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

ვოლსკი ლავროვის შემოშვებაზე: ვალდებულებების კანონებთან შესაბამისობა საკონსულტაციო თემაა

როდესაც საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობ, იმ პერიოდში არ ხარ მხოლოდ საქართველოს დედაქალაქი, არამედ, საერთაშორისო ევროპის საბჭოს დედაქალაქი ხარ და გაქვს ვალდებულებები. ამ ვალდებულებებს შესაბამისობა ადგილობრივ კანონებთან არის საკონსულტაციო თემა ევროკავშირთან, აშშ-სთან და ყველასთან. იყო ეგეთი შემთხვევა, ჩვენ არ დავუშვით და მცირე, მაგრამ არასასიამოვნო სანქციებიც დაგვადეს 2013 თუ 2014 წელს, რასაკვირველია, ლავროვის ფიგურა ცოტა სხვა არის, ამასთან გაცილებით მეტი სიღრმისეული მსჯელობა გვმართებს, იმიტომ, რომ ფორუმი, რაც უნდა ჩატარდეს თბილისში ჩვენი თავმჯდომარეობით, ერთი მხრივ არის ძალიან დიდი დაფასება და ჩვენი სახელი საერთაშორისო დონეზე და მეორე მხრივ, გარკვეული საფრთხეები

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ევროსაბჭოში სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ საქართველო გვერდს აუვლის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და მინისტრთა კომიტეტის სესიაზე დასასწრებად საქართველოში რუს დელეგატებს შემოუშვებს.

კომენტარები