საქართველოს მთავრობა

გახარია: წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც, დასპოილერებაც, ბოლო სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა

მე ყოველთვის მივდივარ, საერთოდ ცხოვრება მოძრაობაა, ყოველთვის ყველაფერი იცვლევა, ყველაფერი თავის განვითარებას ჰპოვებს, ამიტომ ყველაფერს უნდა დაველოდოთ, დასპოილერება მე ხომ არ მომიგონია? ეს არის ძაან კარგი თანამედროვე მცნება და მინდა, რომ ამ პოზიციაზე დავრჩე.

თქვენს კონტექსტში გადავალ [მიმართავს ტელეკომპანია ფორმულას, რომელმაც კონგრესმენების წერილებზე საუბრისას ჰკითხა - წერილი უნდა თუ სიხარული] უახლოეს პერიოდში აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ, მინდა, თქვენს წერილებიც ბევრი იქნება, სიხარულებიც ბევრი იქნება, დასპოილერებაც ბევრი იქნება და საერთოდ, საინტერესო ცხოვრება გველის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კითხვაზე, ტოვებს თუ არა მთავრობის მეთაურის პოსტს.

კომენტარები