გახარია: გუშინ ვთქვი, კიდევ ბევრი წერილი იქნება მეთქი და აი, დადასტურდა

მე გუშინ ვთქვი, რომ როგორც ჩანს, აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და კიდევ ბევრი წერილი იქნება და კიდევ ერთი პოზიციების დაფიქსირება იქნება მეთქი და აი, დღეს ეს დადასტურდა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენ არასდროს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად ვიყავით ამ მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაგვეცა. 

არ დავიწყებ გარჩევას, სხვადასხვა წერილი იყო სხვადასხვა აქცენტით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - როგორც იცით, გუშინ ჩამობრძანდა აშშ-ის ახალი ელჩი, უახლოეს პერიოდში პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება ამერიკაში. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით უაღრესად აქტიურები, უაღრესად ეფექტურები და ამასთან ერთად ობიექტურებიც ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ახლა ამ ჟრიამულს ვტეხავთ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე. მოგეხსენებათ, აშშ არის სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მორიგ წერილზე, რომელიც მთავრობას ამჯერად აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა და კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა გამოუგზავნეს.

კომენტარები