უიტმორი: გვაღელვებს, რომ პროგრესი, რომელიც საქართველომ ბოლო 10-15 წელში განიცადა, გაქრება

პირველ რიგში, ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები საქართველოს მთავარი მხარდაჭერები არიან აშშ-ის კონგრესში. საქართველოს მეგობრებს აშფოთებთ დემოკრატიული უკუსვლა, რუსული გავლენის ზრდა და გვაღელვებს ის, რომ პროგრესი, რომელიც საქართველომ ბოლო 10-15 წელში განიცადა, გაქრება.

ჩვენ ასევე გვაღელვებს თქვენი აგრესიული მეზობელი ჩრდილოეთით, რომელსაც არ გადაუფიქრებია საქართველოს კონტროლის ამბიციები.

ვაშინგტონში ეს შეშფოთება არსებობს და კონგრესმენების წერილები სწორედ ამაზე მიუთითებს, თუმცა, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია

ევროპის პოლიტიკის კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ბრაიან უიტმორი ამერიკის ხმასთან იმ კრიტიკულ წერილებზე საუბრობს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირაში ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა საქართველოს მთავრობას გამოუგზავნეს.

კომენტარები