კონგრესმენებისა და სენატორების წერილები გახარიას

უგულავა: თალაკვაძე აშშ-ში ლოყებს დაბერავს, ჩამოვა, ყველაფერი კარგადააო და ახალი წერილი მოვა

ბოლო წერილის პასუხად ივანიშვილმა ვიღაც ძუნგლიანები მიუგზავნა გვარამიას. 1 თვის წინ მე და გოკა გაბაშვილს 2 ვიღაც სპორტსმენი, სინამდვილეში ორი დეგრადანტი მოგვიგზავნეს. ქართული ოცნება მოძალადე დეგრადანტებს ეფუძნება, მეტი პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია. საუზმეზე მიდის თალაკვაძე, სამ თოხლო კვერცხს შეჭამს, სამი ცალი შეხვედრა ექნება, ლოყებს დაბერავს, ჩამოვა და გვეტყვის, რომ ყველაფერი კარგადაა. ამას რომ იტყვის, მაშინ წამოვა კიდევ ერთი წერილი

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიგი იგულავა ფორმულასთან ინტერვიუში. კონგრესმენებისა და სენატორებისგან არაერთი კრიტიკული წერილის მიღების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალ კვირას არის დაგეგმილი.

კომენტარები