სენატორებისა და კონგრესმენების წერილები

ჩუგოშვილი ოცნებაზე: სიტუაციას მხოლოდ ვაშინგტონში ვიზიტი ვერ შეცვლის, შეცვლის სწორი ნაბიჯები

მე მგონია, რომ ასეთი კომუნიკაციები, ჩასვლა და ვიზიტი [ვაშინგტონში] მხოლოდ განყენებულად ამ სიტუაციას ვერ შეცვლის. ამ სიტუაციას შეცვლის სწორი ნაბიჯები და სწორი გადაწყვეტილებები. უპირველეს ყოვლისა, ის ნაბიჯები, რომლებიც უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამართლიანი, კანონიერი, თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას. ეს არის, რასაც ელოდება ყველა ჩვენგან და არა იმას, რომ მორიგი ვიზიტორი მოუყვება საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი საუბრობს ქართული ოცნების მიერ ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტზე. ვიზიტი მმართველმა გუნდმა მას შემდეგ დაგეგმა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში მთავრობის მეთაურმა აშშ-ის კონგრესისა და სენატის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი კრიტიკული წერილი მიიღო. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ისინი "ზუსტ" და "რეალურ" ინფორმაციას მიაწოდებენ ამერიკელ პარტნიორებს.

კომენტარები