კორონავირუსი

იმნაძე: ამ მასშტაბის გმირობა არსად მინახავს, რაც ჩინეთშია, მინდა, ჩვენც სოლიდარობა გვქონდეს

მე არ შემიძლია არ ვთქვა, ის სამოქალაქო გმირობა, რასაც დღეს ჩინეთში მცხოვრები არათუ მოქალაქეები... არაფერს ვლაპარაკობ ექიმებზე, რომლებიც დღეების, კვირების მანძილზე საავადმყოფოებიდან არ გამოდიან. რატომღაც ჩვენი მედია ამას ყურადღებას არ უთმობს, მაგრამ ჩინეთში ყოველდღიური გმირობები ხდება.

მე არ მინახავს არც ერთხელ, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ეპიდემიებთან ბრძოლის, მე ასეთი მასშტაბის ასეთი გმირობა არსად მინახავს, რაც დღეს ჩინეთშია. მინდა, რომ ჩვენც რაღაცნაირად სოლიდარობა გვქონდეს ამ ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან, იმისთვის, რათა მსოფლიოში ეს დაავადება არ გავრცელდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე კორონავირუსიზე.

კომენტარები