პარლამენტის პიკეტირება

უგულავა: იქნება პიკეტები, აქციები, მანამ, სანამ საზოგადოება პროპორციულ სისტემას არ მიიღებს

მინდა კახა კალაძეს ვუთხრა, რომ ბაქი-ბუქობს და ამბობს პიკეტი არ შედგებაო - ძალიან ცუდია, რომ უწიგნურ და უტიფარ ადამიანს აქვს ძალაუფლება. შევახსენებ ბატონ კალაძეს, კანონი კრძალავს ბლოკირებას. ბლოკირებასა და პიკეტირებას, სირცხვილის კოლიდორებს შორის იმხელა განსხვავებაა, რაც კალაძესა და სპინოზას შორის მინიმუმ.

ხვალ იქნება პიკეტი, შემდგომაც იქნება პიკეტები, აქციები და მანამ, სანამ ეს ყველაფერი არ დასრულდება იმით, რომ მივიღებთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, საზოგადოება მიიღებს დანაპირებს, მანამდე, ბუნებრივია, საპროტესტო მოძრაობა იქნება, მოსწონს ეს ივანიშვილს თუ არა.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ოპოზიციასა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაგეგმილ პიკეტზე. ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე დაგეგმილ პიკეტს გამოეხმაურა და თქვა, რომ პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია და როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც მოჰყვება ამას "შესაბამისი რეაგირება".

კომენტარები