საპროკურორო საბჭო

შოთაძე: კრიტიკა ჩემთვის არის მოტივატორი, რათა საქმე ვაკეთო კიდევ უფრო კარგად

ზოგადად, ჩემთვის ძალიან კარგად გასაგებია ის ხშირი კრიტიკა, რომელიც ისმის პროკურატურის და მისი ხელმძღვანელის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე კრიტიკა ლოგიკურია არსებული გამოწვევების, მძიმე მემკვიდრეობის, ახალგაზრდა დემოკრატიის, საზოგადოებაში არსებული სამართლებრივი ცნობიერების დონის გათვალისწინებით.

არის შემთხვევები, როდესაც კრიტიკა ჯანსაღი, გასათვალისწინებელი და მისასალმებელია, თუმცა, ხშირად ვხედავთ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკას, ბრალდებებს, რომელსაც საფუძვლად არაფერი არ უდევს, გარდა პოლიტიკური მიზანშეწონილობისა, რომ გააკრიტიკო, ისროლო ტალახი და მერე ვისაც უნდა, ისე უმართლებია თავი...

ჩემ მიმართ დღესაც მესმის ბევრი მსგავსი განცხადება, ბრალდება, რომლებიც მომდინარეობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან და ცალსახად წარმოადგენს სიცრუეს და პოლიტიკურ სპეკულაციას, თუმცა, როგორც აღვნიშნე, პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი არის მოტივატორი, რათა საქმე ვაკეთო კიდევ უფრო კარგად, ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ხალხს

ირაკლი შოთაძეს, რომელიც გენერალურ პროკურორობას კიდევ ერთხელ აპირებს, საპროკურორო საბჭო უსმენს.

კომენტარები