არჩევნები 2020

კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, 2020 წლის არჩევნებზე მინიმუმ 2016 წლის შედეგი გავიმეოროთ

ჩვენი ამოცანა არის, ბუნებრივია, რომ თანდათანობით, არჩევნების წინ, კიდევ უფრო გავზარდოთ რეიტინგი. რაც შეეხება არსებულ მოცემულობას, არსებული მოცემულობაც გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. ჩვენ 2016 წელს  ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა და მინიმუმ იგივე შედეგი უნდა გავიმეოროთ, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებშიც. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამ შედეგის მიღწევის საშუალებას გვაძლევს იმ კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენი მხრიდან წარმოებს... პროგრამა მინიმუმი არის ყოველი მეორე ხმა, რაც მეტი იქნება, უკეთესი. ჩვენ გვაქვს 60%-იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსიც, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ჩვენს მუშაობაზე და საზოგადოების განწყობაც არის ჩვენი სასარგებლო

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე.

კომენტარები