ოპოზიციის გეგმები

უგულავა: კი ბატონო, "ოცნების" დეპუტატები ადგნენ ადრე, მოვიდნენ ადრე, შეძვრნენ ადრე

გუშინ არ გაამჟღავნეს და დღეს უცბად ჩანიშნეს უმრავლესობის სხდომა, იმისთვის, რომ უფრო ადრე შეეყვანათ დეპუტატები, იმისთვის, რომ არ გაევლოთ სირცხვილის კორიდორში. კი ბატონო, ორზე დაინიშნება სხდომა, თქვენ შეგიძლიათ, ცხრაზე შეიყვანოთ დეპუტატები, დილის ათზე დაინიშნება სხდომა, თქვენ შეგიძლიათ დილის ექვსზე შეიყვანოთ დეპუტატები, ხაშიც დაახვედროთ იქ. კი ბატონო, ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის ხმა, სამოქალაქო საზოგადოების ხმა, გაბრაზებული ადამანების ხმა, მაინც მოაღწევს თქვენამდე, სადაც არ უნდა დაიმალოთ, როგორც არ უნდა დაიმალოთ. ამის შეხსენებას მუდმივად ვაპირებთ. ასე ფეხდაფეხ ვივლით, რომ დისკომფორტი ჰქონდეთ, ადგნენ ადრე, მოვიდნენ ადრე, შეძვრნენ ადრე, დაიმალონ, ეს არის ჩვენი ამოცანა

თქვა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტთან, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქცია-პიკეტს აწყობს. აქტივისტების პარლამენტთან მისვლამდე, ქართულმა ოცნებამ უმრავლესობის სხდომა ჩანიშნა და უმრავლესობის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ადრე შევიდნენ.

კომენტარები