სირცხვილის დერეფანი პარლამენტთან

გიორგი ვაშაძე: ქართულ ოცნებას უნდა არეულობა, დესტაბილიზაცია, ჩვენ გვინდა მშვიდობა

ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ უკიდურესად მძიმე დღეშია და ახლა განცხადებებს აკეთებენ ისეთს, როგორსაც აკეთებენ. მათი ემისარი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასული იყო აშშ-ში, რომელსაც სენატორები შეხვდნენ და უთხრეს, რომ დემოკრატიის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მივცემთ, იმიტომ რომ საქართველოს გავითარება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და ეს მხარდაჭერა იცით რატომ არის? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი და არაძალადობრივი წინააღმდეგობის პროცესი, მათ უნდათ არეულობა, მათ უნდათ დესტაბილიზაცია, ჩვენ გვინდა მშვიდობა ქვეყანაში. ისინი სკამებს არიან ჩაბღაუჭებულები, ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა განვითარდეს და ეს უბედურება, უმუშევრობა, უკიდურესი გაჭირვება დავამარცხოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ქართული ოცნების ბედი გადაწყვეტილია, ისინი აუცილებლად გადავალენ ოპოზიციაში, ოღონდ როგორ გადავლენ - სახეშენარჩუნებული თუ სახეგამქრალი ეს მათზეა დამოკიდებული.

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების პროტესტი მიმდინარეობს და ეწყობა სირცხვილის დერეფნები. "ახალი საქართველოს" ლიდერმა აქციაზე ყოფნისას ისაუბრა.

კომენტარები