არჩევნები 2020

მდინარაძე: არჩევნებზე მინიმუმ 50-დან 60%-მდე გვინდა მივიღოთ, რაც არ არის უტოპია

სწორება გვაქვს იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნოდ მიიღოს მინიმუმ 50-დან 60%-მდე პროცენტამდე შედეგი. ვფიქრობ, ეს არ არის უტოპია, ეს არის რეალობა. კვლევებს თუ ბათუ ქუთელიები ჩაატარებენ, ეს კვლევა რეალური არ იქნება...

... რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვს ქართულ ოცნებას არჩევნებზე მაღალი შედეგის მიღების იმედი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი განწყობა არის ასეთი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ დღეს ჩვენი რეიტინგი 60%-ია, მაგრამ არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდი იძლევა იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობას, როდესაც ამ რაღაცა ნეგატიური დღის წესრიგის გარდა, ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია საზოგადოებასთან კომუნიკაცია, გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე, ჩვენს პროგრამაზე საუბარი...

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

კომენტარები