არჩევნები 2020

მდინარაძე: თუ ხედავენ, რომ წინა დაპირება შევასრულეთ, შემდეგ დაპირებასაც დაგვიჯერებენ

რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვს ქართულ ოცნებას არჩევნებზე მაღალი შედეგის მიღების იმედი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი განწყობა არის ასეთი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ დღეს ჩვენი რეიტინგი 60%-ია, მაგრამ არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდი იძლევა იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობას, როდესაც ამ ნეგატიური დღის წესრიგის გარდა, ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია საზოგადოებასთან კომუნიკაცია, გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე, ჩვენს პროგრამაზე საუბარი. იმაზე საუბარი, ეს პროგრამა რაზე დაშენდება, კონკრეტული თემები, რაც უნდა დავპირდეთ დამატებით მოსახლეობას, რაზე დაშენდება, არის თუ არა, ვთქვათ, ისეთი დაპირება შესრულებული, რომ ძალიან ბევრ სოფელში შევიდოდა კომუნიკაცია ყველა კუთხით, გაზი, წყალი, გზა და ა.შ.

თუ რომელიღაცა სოფელში უკვე ხედავენ, რომ ეს შესრულებულია, ის შემდეგ დაპირებასაც დაგვიჯერებს, ამაზე საუბრის საშუალება წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით არის ხოლმე. ერთია, რას ალაგებს ნაცმოძრაობა თავის სატელიტებთან ერთად და მეორეა, რა ხდება საზოგადოებაში რეალურად. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომლის მიხედვითაც ვისახავთ ჩვენს გეგმებს, რომელიც 60 პროცენტს უახლოვდება. ეს ასე იქნება თუ არა, არჩევნებზე გადაწყდება

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მომავალ არჩევნებსა და საარჩევნო დაპირებებზე.

კომენტარები