გიორგი გახარია

გახარია: ჩვენი მთავრობის ცენტრში 2012 წლიდან გახლდათ ადამიანის უფლებები

დონორთა ფორუმი ძალზედ წარმატებულად ჩატარდა, მოგეხსენებათ, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით, რეფორმების გატარების თვალსაზრისით და პროცესში. ჩვენი მთავრობის ძრითადი პრიორიტეტი გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები, განათლების რეფორმა, ასევე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სფერო და ღია მმართველობა. ყველა ეს მიმართულება დონორთა კონფერენციის ფარგლებში დეტალურად იყო განხილული და ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამ სფეროებში გასატარებელი რეფორმების თვალსაზრისით.

თუმცა, მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ცენტრში 2012 წლიდან გახლდათ ადამიანის უფლებები. სწორედ 2013 წელს მაშინდელი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დაიწყო ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც სრულად იყო შესრულებული და თითოეული რეფორმის გატარების დროს ადამიანის უფლებები იყო სტრატეგიულად გათვალისწინებული. ვიწყებთ ადამიანთა უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობას, რომელიც ასევე იქნება უაღრესად მნისვნელოვანი. შექმნის პროცესში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებელ პლატფორმას, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები