მეუფე ნიკოლოზი: დღეს ისევე არის ცილისწამება პატრიარქის მიმართ, უნდა ვთხოვოთ მას შენდობა

ჩვენ დღეს ბევრი რამის გამო უნდა ვითხოვოთ შენდობა, ყველამ - ეს არის აფხაზეთი, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო დღეს აღარ არის საქართველოს ტერიტორია, დროებით, რა თქმა უნდა, ოკუპირებულია და კიდევ, ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სინანული ჩვენი პატრიარქის მიმართ, დღეს ისევე არის ცილისწამება მის მიმართ, როგორც იოანე ოქროპირის მიმართ იყო თავის დროზე და უნდა ვთხოვოთ ჩვენ შენდობა პატრიარქს, შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს და მაშინ ღმერთი ყველაფერს დაგვიბრუნებს. აი ასეთი განწყობით ჩვენ უნდა მოვემზადოთ დიდი წმინდა მარხვის დასაწყებად

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ​სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას თქვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები