გიგი უგულავას საქმე

კახიძე: თუ ივანიშვილი უგულავას მეორედ დაპატიმრებას გადაწყვეტს, შესაბამისი პასუხი იქნება

გიგი უგულავას საქმეზე მზად ვართ ნებისმიერ სცენარისთვის. გიგის და არცერთ ოპოზიციურ ლიდერს ევროპულ საქართველოში არ ეშინია პატიმრობისა და ციხის და ეს უკვე, მე მგონი, დადასტურებულია არაერთგზის. 

გიგი უგულავას სამი წელი მოახდევინა ივანიშვილმა, მაგრამ გიგიმ მაინც არ დაუხარა თავი ოლიგარქს და პირიქით, უფრო მწვავე კრიტიკოსი გახდა ხელისუფლების. ამიტომ, არავის ეშინია მისი მუქარების. თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მეორედ დააპატიმრობს უგულავა, შესაბამის პასუხსაც მიიღებს. სახაზავს რაც უფრო გადაღუნავ, მით უფრო მწარედ მოგხვდება ცხვირ-პირში. ეს არის გაფრთხილება ივანიშვილისთვის

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე. პარტიის გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადებს.

კომენტარები