გიგი უგულავას საქმე

მელია უგულავაზე: თუ ივანიშვილმა უკადრებელი იკადრა, მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს

არ მომეძებნება, არამარტო მე, არავის არ მოეძებნება პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკაში, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერს აკავებდნენ ერთიდაიგივე საქმეზე ორჯერ და იმედი მაქვს რომ ეს პრეცედენტი არ შედგება საქართველოში. თუმცა დიდი სურვილი რომ აქვს ბიძინა ივანიშვილს რომ ეს ასე მოხდეს ეს ნათელია ხო, ამის მაგალითები გვაქვს სხვა სისხლის სამართლის ფარგლებში, იგივე ირაკლი ოქრუაშვილი. თუკი გიგი უგულავას მიმართ მან [ივანიშვილმა] იკადრა უკადრებელი, ნუ თავის თავს დააბრალოს ბიძინა ივანიშვილმა. მას კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას საქმეზე. უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადებს.

კომენტარები