გიგი უგულავა

ნინო გოგუაძე: ივანიშვილმა გვითხრა სახელმწიფო ვარ მე, კანონი ვარ მე

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა წაიყვანა იზოლაციისკენ, სრულიად ერთმნიშვნელოვნად არ გაუწია ანგარიში ჩვენი სტრატეგიული მეგობრების რეკომენდაციებს და დღეს გამოგვიცხადა, რომ სახელმწიფო ვარ მე, კანონი ვარ მე და ვისაც მინდა იმას დავიჭერ და გავუშვებ ციხეში.

მან გვაჩვენა, რომ ადამიანი შეიძლება მილიარდების პატრონი იყოს, მაგრამ არ გააჩნდეს ელემენტარული ღირსება და თავისუფლების გრძნობა. ამის მაგალითი დღეს გვაჩვენა გიგი უგულავამ, ზუსტად ისე ღირსეულად უნდა მოვიქცეთ საქართველოს მოქალაქეები, როგორც დღეს ეს განსაცდელი მიიღო გიგი უგულავამ და ღიმილით, მშვიდობიანად უნდა დავამარცხოთ ეს მოძალადე და ადამიანობის მიღმა გასული ხელისუფლება, ისე რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დავაბრუნოთ თავისუფალი სამყაროს სივრცეში.

ასე ეხმაურება "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ნინო გოგუაძე, გიგი უგულავას პატიმრობაში დაბრუნებას.

კომენტარები