გიგი უგულავა

ბურჯანაძე უგულავას დაკავებაზე: ივანიშვილისთვის მთავარი არის ძალაუფლების შენარჩუნება

წინა პერიოდშიც კი არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც ადამიანს ერთი და იგივე დანაშაულისთვის ორჯერ ასამართლებდნენ. ხვალ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი, თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, აღმოჩნდეს ციხეში. ეს არის გზავნილი, რომ კანონი არის ფეხქვეშ გათელილი, ეს არის გზავნილი, რომ ხელისუფლებისა და ივანიშვილისთვის მთავარი არის ძალაუფლების შენარჩუნება.

ნინო ბურჯანაძე "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას პატიმრობაში დაბრუნებას ეხმაურება.

კომენტარები