ოპოზიცია

მელია: ვინც ოპოზიციურ ველზე არასწორად მოიქცევა, პირველი ვიქნები ვინც ამხელს, აღარ მოვითმენ

მე ეხლა ვარ პარტიული წარმომადგენელი, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, მაგრამ მგონია, რომ ზეპარტიული ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი ყველას ერთად. ვინც კი ოპოზიციურ ველზე ოდნავ მაინც არასწორად მოიქცევა, ვინც არ უნდა იყოს პირველი ვიქნები, რომელიც ამხელს. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში ავტორიტეტი არ არსებობს. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არის ეგზისტენციალური გამოწვევა და არავის არც ეჭვიანობას მოვითმენ, ვინც არ უნდა იყოს ის. ან ყველა ვიმარჯვებთ ქვეყნის სახით ან ყველა ვმარცხდებით და რაღაც სისულეებისთვის აქ სივრცე არ რჩება. ეხლა არის ერთობის დრო.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში, ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა.

კომენტარები