არჩევნები 2020

ბურჯანაძე: უგულავა დააპატიმრეს, რათა ხელისუფლებას აეყირავებინა მოლაპარაკებების მაგიდა

ჩემთვის, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსისთვის სრულიად ნათელია, გუშინ უგულავა დააპატიმრეს ორი რამის გამო, მასში დაინახეს ლიდერის პოტენციალი და მეორე, აყირავებულიყო მოლაპარაკების მაგიდა.

ხელისუფლებამ, რომელიც აგრძელებს მოსმენას და თვალთვალს, იცოდა, რომ დიპლომატიურ კორპუსს ჰქონდა მოსაზრებები, რომელსაც ჩვენ, ოპოზიცია დავეთანხმეთ და ჩვენთვისაც მისაღები იყო, გამორიცხავდა ეს ვარიანტი კრიზისებს და იყო ბევრად უფრო ახლოს პროპორციულ სისტემასთან. მათ შორის, ერთერთი ვარიანტი იყო 130/20-ზე.

აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას გაუჭირდებოდა ძალიან ამაზე უარის თქმა და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენ ჩავეყენებინეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ან იგნორირება უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ მაგიდიდან აგვაცალეს პრაქტიკულად ადამიანი, ვინც გვერდით გვეჯდა მოლაპარაკებების დროს, ან ამ ფორმატით გაგრძელებაზე გვეთქვა უარი.

არ გაუვა ასეთი ტრიუკები ხელისუფლებას, როგორც უყვარს ხელისუფლების ხელმძღვანელს ამ სიტყვების გამოყენება, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თუნდაც ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილნი ნაციონალური მოძრაობის მიმართ და ბევრი ვერ მაჯობებს ამაში - ანალიზს გააკეთებენ და მიხვდებიან იმას, როცა 2020 წელს იჭერენ ადამიანს მესამედ, რომელიც 2012 წელს იყო ხელისუფლებაში და ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც უკვე რვა წელია ხელისუფლებაშია, ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ამ სახლში, ამ კარში, აქ, სხვა ქუჩაზე ყველგან შეიძლება დააკაკუნოს უბედურობა, ეს განვითავისოთ

დემოკრატიული საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე გიგი უგულავას დაპატიმრებაზე. უგულავას უზენაესმა სასამართლომ ე.წ ფონდის საქმეზე, რაზეც ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი უკვე გასამართლებული იყო, კიდევ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის გამო, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.

კომენტარები