ქართული ოცნება

ქანთარია: სახალხო დაუმორჩილებლობას სჭირდება გამწარებული ხალხი, ასეთი მდგომარეობა არ არის

რაც შეეხება ოპოზიციის ყიჟინას, რომ ჩვენ რაღაც საყოველთაო დაუმორჩილებლობას გავაკეთებთო, რითაც ახლა იქადნებიან... იქ რამდენიმე კაცი შედარებით გამოცდილი ხომ არის და კარგად იციან, რომ საყოველთაო დაუმორჩილებლობა ინტერნეტში თამაში არ არის, რომ უცბად გააკეთონ. ასეთი რამეები არ ხდება, ვერ ხდება... ამას სჭირდება იდეა, გამწარებული ხალხი და აუტანელი მდგომარეობა, ასეთი მდგომარეობა არ არის დღეს საქართველოში, ამას ყველა ხედავს და მე მგონი, ეს ყველაფერი დარჩება ბუნებრივია, ქადილად მხოლოდ და სიტყვების ხმაურად

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია პალიტრანიუსის ეთერში ოპოზიციის გეგმებზე. ლეიბორისტულ პარტიაში 10 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ გიგი უგულავას დაპატიმრების გამო, ოპოზიცია მთავრობასთან მოლაპარაკებებს წყვეტს და სახალხო დაუმორჩილებლობისათვის ემზადება. 11 თებერვლის შეხვედრაზე კი გაცხადდა, რომ 4 აპრილს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება, იქამდე, ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობას შეხვდება, სახელმწიფო შენობების პიკეტებს მოაწყობს და მოლაპარაკებებს განაგრძობს, რომელიც მათ შორის, არჩევნებისთვის ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებას ითვალისწინებს.

კომენტარები