გიგი უგულავას დაპატიმრება

ძიძიგური უგულავაზე: ცალსახაა, რომ მოსამართლე და სასამართლო მიკერძოებულია

საქართველოში ძალიან წარმატებული სასამართლო რეფორმა განხორციელდა... მაგრამ ამ ნაბიჯით, რომელიც [გიგი] უგულავასთან დაკავშირებით მოხდა, იმათ წისქვილს დაეწყა წყალი, ვინც სასამართლო რეფორმის კრიტიკოსები იყვნენ იმიტომ, რომ ასეთი დარტყმის ქვეშ დააყენო ქართული მართლმსაჯულება... როდესაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის რანგში წაუყენებს ბრალდებას კონკრეტულ პირს და შემდეგ თვითონ მოსამართლის რანგში განაჩენს გამოიტანს, ეს არის ცალსახა, რომ მოსამართლე და სასამართლო არის მიკერძოებული და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეუძლებელია, რომ პროცესუალური ნორმის დარღვევად არ ჩაითვალოს

კონსერვატიული პარტიის დეპუტატი ზვიად ძიძიგური პრესკლუბ "მთავარში" საუბრობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გიგი უგულავას მიმართ, რომელსაც 3 წლითა და 2 თვით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა საქმეზე, რომელზეც უგულავას სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდა. ამ საქმეზე საკასაციო სარჩელის მომზადების დროს მოსამართლე შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა, საქმეზე გადაწყვეტილება კი უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის რანგში მიიღო.

კომენტარები