არჩევნები 2020

ცქიტიშვილი პარტნიორების კრიტიკაზე: არ გვჭირდება გამოღვიძება, ვმუშაობთ, გვესმის ყველაფერი

არ გვჭირდება გამოღვიძება, გვღვიძავს, ვმუშაობთ, გვესმის ყველაფერი და როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია, დაინტერესებულნი ვართ, რომ დემოკრატიის ხარისხი და ნდობა დემოკრატიის ხარისხის მიმართ იყოს ძალიან მაღალი.

ძალიან კარგად გვესმის, რომ დიალოგი არის ერთადერთი საშუალება და საქმიანი მიდგომა, მათ შორის პოლიტიკური საკითხებისადმი არის ერთადერთი საშუალება და ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია განვავითაროთ როგორც ჩვენი დემოკრატია, ასევე საარჩევნო კანონმდებლობა.

აქედან გამომდინარე, ბრიფინგი, რომელიც დღეს ჩატარდა ქართულ ოცნებაში, იყო რეაქცია ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რომ დაეტოვებინა მოლაპარაკებების მაგიდა. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებას, რომ დიალოგი არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა და გვინდა ვიყოთ ამ დიალოგის ინიციატორიც. 

სალომე ზურაბიშვილიც, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მოწადინებულია, რომ ხელი შეუწყოს დიალოგს იმ კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში, რაც მას გააჩნია

ინტერპრესნიუსის ცნობით, ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვას - "გამოიღვიძა თუ არა ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ. 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე, რომელსაც მას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი თქვა. გიგი უგულავას დაპატიმრებას საერთაშორისო კრიტიკის ახალი ტალღა მოჰყვა.

კომენტარები