გიგი უგულავას დაკავება.

ევროპარლამენტარი უგულავას დაკავებაზე: ჩვენ გვაღალვებს საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა 

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების შემდეგ, ჩვენ გვაღალვებს საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ლიდერი იყო. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს გამოავლინოს კეთილი ნება და ღიაობა და საფუძვლინად ჩაებას ოპოზიციასთან პოლიტიკური დიალოგის პროცესში.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის, განახლებული ევროპის [Renew Europe] წევრი, პეტრას ოუშტრავიჩუსი ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა. ოუშტრავიჩუსი ლიტვის სეიმის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2014 იგი ევროპარლამენტის წევრია.

კომენტარები