გიგი უგულავას დაკავება

ევროპარლამენტარი: საქართველოს მთავრობას უნდა დავანახოთ, რომ შექმნილი ვითარება მიუღებელია

ახალი ვერდიქტი გიგი უგულავას წინააღმდეგ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გასული წლის ნოემბერში მთავრობამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაშალა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლის სხდომაზე თბილისში, ჩვენ მოგვაწოდეს ოპოზიციის 80 აქტივისტისგან შემდგარი სია, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავანახოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება მიუღებელია. ოპოზიციური ხმა არ უნდა იყოს დადუმებული და რეფორმები უნდა გაგრძელდეს. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის საკითხი, რომელიც დიალოგის მეშვეობით უნდა გადაიჭრას. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ ოპოზიციასთან დიალოგი წარიმართებოდა. ვშიშობ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები ხელს უშლის და ზრდის წინააღმდეგობას, როგორც ოპოზიციასთან დიალოგის საკითხში, ასევე, ევროპის ინსტიტუტებთან ურთიერთობაში.

"განახლებული ევროპის" პოლიტიკური ჯგუფის წევრი, ევროპარლამენტარი, რამონა სტრუგარიუ ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას დაპატიმრებას გამოეხმაურა.

კომენტარები