კუჭავა მისიაზე: ევროპარლამენტარები ბრალს გვდებენ, მოდით, თვითონვე დაადგინონ სიმართლე

ჩვენი კონსულტაციების შედეგად იყო რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ უკვე წარვადგინეთ, როგორც ჩვენი ინიციატივა.

რატომაც არა, ჩვენ გვდებენ ბრალს კონკრეტულ საკითხებში, მოდით, თვითონვე დაადგინონ. იმიტომ, რომ ჩვენ თავს ვიცავთ, ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვაქვს, მაგრამ სრული სიმართლის დადგენისთვის ევროპარლამენტარების ის ნაწილი, ვინც დაინტერესებული იქნება, რომ ამ საკითხზე მოკვლევა ჩაატაროს, ჩამოვიდეს, მათ ექნებათ წვდომა, ყველა იმ მასალასთან, რომელიც არსებობს, ყველასთან, რომ შეხვდნენ და ჰქონდეთ გასაუბრება. მასალების წვდომაში ვგულისხმობ იმას, რაც კანონით ისედაც ღიაა და ყველას შეუძლია, ნახოს, ამის შემდეგ, დაადგინონ თავიანთი სიმართლე

პარლამენტის ვიცესპიკერი, კახა კუჭავა, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებულ ფაქტების შემსწავლელ მისიაზე. ევროპარლამენტარებს საქართველოში მისიის გამოგზავნა ქართულმა ოცნებამ შესთავაზა. ოპოზიცია მისიის ჩამოსვლას მიესალმება, თუმცა, ამას ქართული ოცნების მხრიდან მოკლევადიან PR-სვლად აფასებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები