ნიკა მელიას საქმე

მდინარაძე მელიას შესაძლო დაპატიმრებაზე: წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იქნება შემდეგი

მე არ ვიცი, ვინ იქნება შემდეგი ან ვინ იქნება მანამდე და ა.შ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შემდეგი იქნება, ვინ არ იქნება, რომელ საქმეში რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, ჰკითხეს, იქნება თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ნიკა მელია შემდეგი, ვისაც დააპატიმრებენ. პროკურატურამ მელიას განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, პროცესი 10 მარტს ჩაინიშნა. 7 წლის წინ აღძრულ საქმეზე 2019 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, ხოლო მეორე ეპიზოდში გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

კომენტარები