ნიკა მელიას საქმე

თარხნიშვილი მელიას შესაძლო დაკავებაზე: ივანიშვილი განაგრძობს პოლიტიკურ რეპრესიებს

ვხედავთ, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს პოლიტიკურ რეპრესიებს. ამჯერად უკვე მორიგი თავი გაიხსნა, ეს ბატონ ნიკა მელიას ეხება - აბსურდული საქმის გასაჩივრებას, მაგრამ აქაც დაახლოებით იგივეა, რაც გიგი უგულავას შემთხვევაში იყო - გააცოცხლეს ძველი, მივიწყებული საქმე, გაასაჩივრეს პირველადი გადაწყვეტილება და შესაბამისად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიების, პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი.

იმაზე პროგნოზის გაკეთებას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი ამ კონკრეტულ საქმეზე, ნამდვილად ვერ გავაკეთებ, მაგრამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა დადგეს, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა და ესაა პოლიტიკური დევნა.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ლევან თარხნიშვილი. საუბარია პროკურატურის მიერ ნიკა მელიას განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებაზე - პროცესი 10 მარტს ჩაინიშნა. 7 წლის წინ აღძრულ საქმეზე 2019 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, ხოლო მეორე ეპიზოდში გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

კომენტარები