ევროპარლამენტარები საქართველოზე

ევროპარლამენტარი: ივანიშვილია პასუხისმგებელი ამ ვითარებაზე და აზიანებს ევროპულ გზას

რა თქმა უნდა, ჩემი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი უცვლელია, რომ ის არის პასუხისმგებელი ამ ვითარებაზე და, სამწუხაროდ, ის აზიანებს ევროპულ გზას, მაგრამ მაგიდასთან მყოფი ხალხი ქართული ოცნებიდან, ევროკავშირის წინააღმდეგ არ არიან. ასე რომ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ [რაღაცები] უნდა გადაიაზრონ და პარტიის შიგნით უნდა ჰქონდეთ დისკუსია

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ამის შესახებ ქართულ ტელევიზიებთან ისაუბრა. ევროპარლამენტში, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

კომენტარები