თამარ ჩუგოშვილი

ჩუგოშვილი შესაძლო სანქციებზე: ისე გავიფუჭეთ რეპუტაცია, სამწუხაროდ, გამორიცხული არაფერია

სულ ცოტა ხნის წინ სანქციებზე საუბარიც კი იყო არარეალისტური და აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთ მძიმე ნაბიჯებში ჩვენი პარტნიორები არ შევიდოდნენ, როცა საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებას ან საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს.

მაგრამ, იმდენად ვამწვავებთ ჩვენ მათთან ურთიერთობას, იმდენად გავიფუჭეთ წლების განმავლობაში ნაშენები, წლების წვალებით, უდიდესი ძალისხმევით და ენერგიით ნაშენები რეპუტაცია, ისე ჩამოვშალეთ, რომ ახლა, სამწუხაროდ, გამორიცხული არაფერი არ არის.

თქვა ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის მხრიდან ქართული ოცნების ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ. აშშ-ის კონგრესში უკვე 1 წელია, დარეგისტრირებულია "საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკის სანქციების აქტი".

კომენტარები