ზაზა პაპუაშვილი

პაპუაშვილი კონგრესმენებზე: ქვეყნის ამრევი განცხადებების გაკეთება მეგობრობა არ არის

კონგრესმენს უფლება აქვს, თუმცა, თუ მეგობრები არიან…. ეს არ არის მეგობრული ტონი, ასეთი დამოკიდებულება, ასე ჩარევა, ქვეყნის ამრევი განცხადებების გაკეთება, ეს არ არის მეგობრობა. ამიტომ, ჩაიხედონ საქმეში და საკუთარ თავს დაუსვან ასეთი კითხვა: ასეთი პერსონა, თანამდებობის პირი, რომელიც 50 მილიონს ფლანგავს, რეჟიმმა რომელმაც ხალხი დახოცა და ქვეყანა გააცამტვერა…. თავიანთ ქვეყანაში ასეთ პიროვნებებს როგორ პასუხს გასცემდნენ? ამიტომ, ძალიან ნუ მივაჩვევთ ამ ადამიანებს, საქართველოს როგორც უნდათ, ისე გაუარ-გამოუარონ. კეთილი ინებონ, კარგად ჩაიხედონ დოკუმენტებში, კარგად ჩაიხედონ პროცესებში, მასალებში და ამის მერე გააკეთონ ეს განცხადებები.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა ipress-თან ინტერვიუში ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების კრიტიკაზე.

კომენტარები