დასავლეთის კრიტიკა

სოსო ფხაკაძე: კონგრესმენების წერილები არ გვაშფოთებს

რაც შეეხება ზოგადად ბიზნეს გარემოს, კონგრესმენების წერილები არ გვაშფოთებს. ჩვენ იმდენად მსხვილი ორგანიზაცია გვაქვს, რომ ქვეყნის ეკონომიკის პულსზე გვიდევს ხელი და მაჯისცემას მართლა კარგად ვგრძნობთ. ამას კვლევები აჩვენებს, რომ 2019 წელი კარგად არის შეფასებული ბიზნესის მხრიდან. ეს არის კონფიდენციალური ხასიათის გამოკითხვა და ბიზნესმენები ამბობენ ვინ რამდენი ინვესტიცია ჩადო, რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა, როგორი ფინანსური შედეგები ქონდათ და 2019 წელი გაცილებით უფრო კარგი იყო, ვიდრე 2018. ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ, ჩვენს ფინანსურ და ბიზნეს გეგმებს არასდროს არ ვუკავშირებთ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ჩვენ 2020 წელსაც გავაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებდით ადრე. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და იმ კომპანიების განვითარებას, რომელიც ჩვენ შევქმენით.

ნავთობკომპანია ვისოლის დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან საქართველოს ხელისუფების კრიტიკას გამოეხმაურა. ფხაკაძე ამავდროულად ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტია.

კომენტარები