გახარია: სამართლიანი კრიტიკა შესაბამისად შეფასდება, უსაფუძვლოს ობიექტური პასუხი გაეცემა

რა თქმა უნდა ჩვენ ყველას კარგად გვესმის რამდენიმე ფაქტორი, პირველი, რომ ჩვენ, ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას აღვიქვამთ ნორმალურად, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენც გვაქვს ჩვენი უფლება ჩვენი პოზიცია დავასაბუთოთ. საქართველოს, რაც მთავარია, ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაშიც და ეს ის ხალხია, რომლებიც გარდა იმისა, რომ გვაკრიტიკებენ, ამასთან ერთად აღნიშნავენ პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით.

ამასთან ერთად, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ პოლიტიკური ძალები ყველა ინსტრუმენტს იყენებენ თუნდაც ქვეყნის საგარეო მიმართულების და კომპონენტის ჩართვას შიდა პოლიტიკურ პროცესებში, სამწუხაროდ საარჩევნო პროცესებში.

ეს არის ის, რაც ახლა ხდება, სამწუხაროდ ეს არის რაღაც გამწვავებულ ფაზაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკაზე გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი. ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა. არავის არ ეგონოს, რომ ჩვენ სადმე ჩავალთ, ერთხელ პასუხს გავცემთ და ამით დავივიწყებთ, არა ჩვენ ვიშრომებთ ყოველდღე ამისთვის.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბარში დასავლეთის კრიტიკას გიორგი გახარია.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები