არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: მიუხედავად უგულავას დესტრუქციული განცხადებებისა, ციხეში მის უფლებებს დავიცავთ

არც ერთ ქვეყანაში სასამართლო არ ელოდება არჩევნებს [...]. რაც შეეხება გიგი უგულავას, პიროვნულად ძალიან ვწუხვარ, რომ ის პატიმრობაში აღმოჩნდა. როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, მაშინ იყო დაპატიმრებული და ჩვენ მას მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევდით. მინდა გითხრათ, რომ გარდა იმისა, რომ ის ძალიან ხშირად შეურაცხმყოფელ და დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებდა, დღესაც ჩემი და ჩვენი დამოკიდებულება არის იგივე, რომ მისი უფლებები იქნება დაცული და ადამიანურად ჩვენ ვწუხვართ, რომ ის პატიმრობაშია.

თქვა არჩილ თალაკვაძემ ტვ იმედის ეთერში. 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს.

კომენტარები