გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: მინდა, რიგითმა ამომრჩეველმა ავტორიტარიზმის საშიშროება დაინახოს

ოქტომბერში [არჩევნებით] არაფერი რომ არ შეიცვალოს, შეფასდება, როგორც არალეგიტიმური პოლიტიკური პროცესი. როცა ხელისუფლება გადადის ერთ პოლიტიკურ ძალასთან, ეს ფასდება, როგორც ავტორიტატიზმი. მე მინდა, ეს გაიგოს არა პოლიტიკურმა ელიტამ, არამედ რიგითმა ამომრჩეველმა. მინდა, საშიშროება დაინახოს. ასეთი მომენტი მანამდე არ მომხდარა. რატომ? იმიტომ, რომ არ დაუშავებია ან შევარდნაძეს, ან სააკაშვილს? დაუშავებიათ, მაგრამ ისინი, ცუდი, კარგი, არ აქვს მნიშვნელობა, იყვნენ პოლიტიკოსები და მათ ესმოდათ არა მარტო ეპისტოლარული ჟანრი, არამედ ის მესიჯები, რაც მოდიოდა დასავლეთიდან. ასეთი მომენტი, რომ ჩვენ ვექტორი შევიცვალოთ, არ დამდგარა შევარდნაძის დროსაც კი, როცა შევარდნაძე უწევდა გარკვეულ ანგარიშს მოსკოვს. ის ნელა, მაგრამ სტაბილურად მიდიოდა დასავლეთის მიმართულებით.

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

კომენტარები