შოთაძის უკან დაბრუნება, ეს არის ერთი, სიმბოლო მართლმსაჯულების სისტემის არარსებობის, მეორე, სიმბოლო ბიძინა ივანიშვილის მონობის... ცხადია, ოპოზიცია ამას გააპროტესტებს. ზოგადად ჩვენ, ბოიკოტის რეჟიმში ვართ და სამშაბათს, პლენარულის დროს დაანონსებულია სირცხვილის კორიდორი. შოთაძის დანიშვნა არ დანიშვნა, ეს არ ცვლის სისტემურად ჩვენს ქვეყანაში ვითარებას, მაგრამ, ეს არის სიმბოლო ბიძინა ივანიშვილის უტიფრობის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ის რეაქციას მიიღებს.
ხოშტარია: შოთაძის დაბრუნება ივანიშვილის მონობის და უტიფრობის სიმბოლოა, ის რეაქციას მიიღებს
tbl.ge/4g7i
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია მთავრთან საუბარში. ყოფილ გენერალურ პროკურორს და ახლა გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს, დღეს, 17 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა სხდომაზე მოუსმენენ. ხვალ, 18 თებერვალს კი მის კანდიდატურას სესიაზე უყრიან კენჭს.